ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობა შეეფარდა
2018-04-17 14:37:14 · ამობეჭდვა

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს, ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობა შეეფარდა.პატიმრობა შეეფარდა დანაშაულის შეუტყობილებლობისთვის დაკავებულ თეიმურაზ ბაქრაძესაც.

გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

მკვლელობა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.შსს-მ ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს დააკავა. დაკავებულს 15 აპრილს ბრალი დაუმძიმდა.





გაზიარება და მოწონება