2018-04-17 14:22:25
"სიხარულისაგან ხელების ფშვნეტა დაიწყეს...წინასწარმეტყველ ზარდიაშვილის განცხადებას უმცირესობა დიდი ხალისით შეუერთდა" (ვიდეო)

უმრავლესობის წარმომადგენლებმა ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით სიხარულისაგან ხელების ფშვნეტა დაიწყეს - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის პოლტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას გააკეთა. ჩიხრაძე "ქართულ ოცნებას" და "ევროპულ საქართველოს" პრეზიდენტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ "წინასწარმეტყველ ზარდიაშვილისგან" გაკეთებულ განცხადებას უმცირესობის წარმომადგენელი "დიდი ხალისით შეუერთდა" და პრეზიდენტის მისამართით გააგრძელა ის ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია,  რასაც უმრავლესობა ეწევა. 

"სწორედ ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა უმრავლესობის წარმომადგენლებთან ერთად გააკეთა ის, რომ არც ერთი პასუხისმგებელი უწყება არ გამოკვეთილიყო ამ საქმეში, ვინ არ გასცა თავის დროზე შემაკავებელი ორდერი, თუ გაიცა ეს შემაკავებელი ორდერი რამდენად ეფექტური იყო ამის გამოყენება" განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.

ამავე თემაზე