ვეფხია ბაქრაძე მკვლელობის ფაქტს აღიარებს, თუმცა არა დამამძიმებელ გარემოებაში - ადვოკატი
2018-04-17 13:20:42 · ამობეჭდვა

ვეფხია ბაქრაძის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს. მისი თქმით, ბრალდებული მკვლელობის ფაქტს აღიარებს, თუმცა, მუხლის კვალიფიკაციას არ ეთანხმება.

"ვეფხია აღიარებს ფაქტს, მაგრამ არ აღიარებს იმ დამამძიმებელ გარემოებებს, რის გამოც ეს კვალიფიკაცია მიიღო გამოძიებამ. არ აღიარებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას. როგორც ჩემთვის ცნობილია, პროკურორატურა ითხოვს პატიმრობას დღევანდელ სხდომაზე, თუმცა ჩვენ დავაყენებთ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს, 20 ათას ლარს შევთავაზებთ", - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურატურა ბაქრაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.





გაზიარება და მოწონება