სახალხო ხავერდოვანი რევოლუცია - ოპოზიციის ახალი განაცხადი
2018-04-17 12:56:23 · ამობეჭდვა

ერევანში საფრანგეთის მოედანზე, ოპოზიციის მიტინგზე აქციის მონაწილეებს ნიკოლ პაშინიანმა მიმართა და სახალხო ხავერდოვანი რევოლუციის დაწყება დაანონსა. პაშინიანის განცხადებით, პოლიციამ დიდი ძალა გამიოყვანა პარლამენტის შენობის დასაცავად და აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან ვერ მივლენ. "მაგრამ ჩვენ სხვაგვარად მოვიქცებით, წავალთ მსვლელობით და სახელმწიფო შენობების პარალიზირებას მოვახდენთ, სადაც შევძლებთ რომ შევიდეთ, შევალთ და დავსხდებით, სადაც ვერ შევალთ ალყას შემოვარტყამთ. გვექნება მჯდომარე აქცია და არავის მივცემთ უფლებას შენობაში შევიდეს, თუ უნდა სემოგვიერთდეს"- განაცხადა პაშინიანმა.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე