პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ არაადეკვატური და ისტერიული ტონი გამოიყენეს - ნადირაშვილი
2018-04-17 12:31:40 · ამობეჭდვა

პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ არაადეკვატური და ისტერიული ტონი გამოიყენეს - ეს განცხადება, "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა გააკეთა.

ნადირაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას, რომელმაც „ევროპული საქართველო“ და უმრავლესობა პრეზიდენტის წინააღმდეგ გარიგებაში დაადანაშაულა, არაადეკვატურს უწოდებს.

„არაადეკვატური და ისტერიული ტონით პასუხი კრიტიკაზე არის „ქართული ოცნების“ სტილი, რისგანაც ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და მხარში ვედექით პრეზიდენტს. სამწუხაროა, რომ დღეს პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ზუსტად ასეთივე არაადეკვატური და ისტერიული ტონი გამოიყენეს, როდესაც ჩვენ მას სამართლიანად ვაკრიტიკებდით. ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ადამიანმა უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, 25 წლის ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა. პასუხისმგებლობისგან გამოძრომა, როდესაც ადამიანი უკვე დაიღუპა, როდესაც წინა შემთხვევები ვიცით, მისმა გათავისუფლებულმა ნათესავებმა ხელახლა როგორ ჩაიდინეს დანაშაული, ამ შემთხვევაში არ არის ლამაზი, რომ პასუხისმგებლობისგან გამოძვრე. ეს კიდევ უფრო უთავმოყვარეო საქციელია, მაგალითად, როდესაც კონსტიტუციას ხელი მოაწერე,“- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე