RMG Gold-ს დამატებით 100 000 კვ.მ ტერიტორია გადაეცა - დმანისის გადარჩენის ფონდი
2018-04-17 11:37:26 · ამობეჭდვა

დმანისის გადარჩენის ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ​ RMG Gold-ს დამატებითი 100 000 კვადრატული მეტრი ტერიტორია სრულიად უკანონოდ, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გადაეცა. პროცესში კი უშუალოდ ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იყო ჩართული.

ფონდის წარმომადგენლებმა დღეს იმ კონკრეტულ მასალებსა და მტკიცებულებებზე ისაუბრეს, რომელიც მათი განცხადებით, სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს.

ისინი ეკონომიკის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.ფონდის წევრები უახლოეს მომავალში პროკურატურას მიმართავენ და საგამოძიებო უწყებას საქმით დაინტერესებას მოსთხოვენ.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე