ერევანში პოლიცია ჟურნალისტებს სთხოვს მომიტინგეებისგან დისტანცია დაიცვან
2018-04-17 11:14:59 · ამობეჭდვა

ერევანში პოლიციამ ჟურნალისტებს უსაფრთხოების ზომების დაცვა მოსთხოვა. ერევნის პოლიციამ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც საპროტესტო აქციას აშუქებენ, მომიტინგეებისგან უსაფრთხო მანძილზე ყოფნა ურჩია.

"თავისუფალი შეკრების კანონი" პოლიციას უფლებას აძლევს მომიტინგეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენოს. პოლიცია ჟურნალისტებს სთხოვს დისტანცია დაიცვან, რადგან მათი ქმედებებისგან არ დაზარალდნენ.





გაზიარება და მოწონება