2018-04-17 10:21:29
"აბსურდი და არასერიოზული" - ოხანაშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მწვავე განცხადებას,  საპარლამენტო უმრავლესობაში უპასუხეს და აბსურდი უწოდეს. დეპუტატ ანრი ოხანაშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა მეთოდს იყენებენ იმისთვის, რომ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება ვეფხია ბაქრაძის შეწყალების შესახებ გადაფარონ.

„ეს არის აბსურდი და არასერიოზული ამ საკითხზე კომენტირება. მთავარი გეტყვით რა არის მიზანი - დაწყებული ანა დოლიძის განცხადებიდან, გაგრძელებული აბაშიშვილით, ეს არის მცდელობა გადაიტანონ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება, რაც მოჰყვა პრეზიდენტის უპასუხისმგებლო და არასახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს შეწყალებებთან მიმართებაში, ეს ყველაფერი გადაიტანონ და გადაფარონ სხვა თემით,“-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

ამავე თემაზე