ერევანში აქცია შესაძლოა ძალის გამოყენებით დაშალონ - პოლიციის გაფრთხილება
2018-04-17 09:57:09 · ამობეჭდვა

ერევანში ოპოზიციის მიტინგი გრძლდება - სომხეთის დედაქალაქში ვითრება კვლავ დაძაბულია. შინაგან საქმეთა სამინიტრომ მიიღო გადაწყვეტილება აღკვეთოს ქალაქის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქცია

"სომხეთის პოლიციამ მიიღო გადაწვტილება შეწყვიტოს შეკრება და აქციის ორგანიზატორებისგან მოითხოვოს შესარულოს მათი მითითება აქციის შეწყვეტის შესახებ" - პოლიციაში აცხადებენ რომ ამის შესახებ აქციის მორგანიზატორები უკვე ინფორმირებულები არიან. შსს-ში აცხადებენ რომ კანონმდებლობის მიხედვით მათ დაუმორჩილებლობის შემთხვევაშ აქცისი დაშლის უფლება აქვთ, მათ შორის სპეციალური საშუალებების გამოყენებით.

ერევანში საპროტეტსო აქცია, რომლის ორგანიზატორი ოპოზიციური ფრაქცია "ელკია" მეხუთე დღეა მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრში შეკრებული მომიტინგეები ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინიტრის პოსტზე დანიშვნას აპოტესტებენ. აქციის მონაწიეებს ქალაქის ცენტრი მთლიანად გადაკეტილი აქვთ. გუშინ საღამოს პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებისას აქციის მონაწილეები და პოლიციელები დაშავდნენ.






გაზიარება და მოწონება