სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-04-16 21:23:50
სკანდალი: "პანკისის სპეცოპერაციას გოგაშვილი ხელმძღვანელობდა... მაჩალიკაშვილის ოთახში ხელყუმბარა სოსო გოგაშვილის დავალებით დადეს" (ვიდეო)

სპეცოპერაციას, რა დროსაც მაჩალიკაშვილი მოკლეს, სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ინფორმაციას, "reginfo" ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე სოსო გოგაშვილი,  თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებიდან ამოიცნეს. 

„სპეცოპერაციის შემდეგ ეზოში რომ ჩამოვედი, ყველას ვეკითხებოდი, თემირლანი სად არის მეთქი. პასუხს არავინ მცემდა. ვცდილობდი გამერკვია ჩემი ოჯახის თავს რა ხდებოდა. მაშინ ერთი პირი მოვიდა ჩემთან და ზიზღით მკითხა - სტუმრები ვინა გყავდაო. რომელ სტუმრებზე მელაპარაკები მეთქი, ეგ შენ იცი ვინც იყვნენო. მე სტუმრები ყოველდღე მომდიან, რომელ სტუმრებს გულისხმობ მეთქი და მაშინ დამიგდო ქაღალდი, აი, წაიკითხე, აქ წერიაო. რომ წავიკითხე იქ ეწერა: რამაზ მარგოშვილი, რუსლან ალდამოვი და მათთან ერთად ჩაწერილი იყო კიდევ ბორზიევი და სოლტახმადოვი. მე ვუთხარი, ეს ორი, მარგოშვილი და ალდამოვი ჩემი მეზობლები არიან, იმ ორს მე არ ვიცნობ მეთქი. ისევ თემირლანს ვკითხულობდი. ამავე პირმა მითხრა, თელავის საავადმყოფოშიაო გადაყვანილი. მეზობლისგან მანქანა გამოვიყვანე და თელავში წავედი. საავადმყოფოში რომ მივედი, ჩვენებური ქალი დამხვდა. ვკითხე, თემირლანი ხომ არ მოუყვანიათ მეთქი. მოიყვანეს და ტყვია შუბლში აქვსო ნასროლი. მოგვიანებით გავარკვიე, რომ ეს პირი სოსო გოგაშვილი ყოფილა, ტელევიზიიდან ვიცანი“, - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი. 

გამოცემა პანკისის სათემო დაყრდნობით წერს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის შემდეგ, საძინებელ ოთახში სუს-ის თანამშრომლებმა ხელყუმბარა სოსო გოგაშვილის დავალებით დადეს იმის შესაფუთად, რომ თითქოს თემირლანმა სპეცრაზმს წინააღმდეგობა გაუწია.

ამავე თემაზე