სიახლეები
მსოფლიო
მთავარი სიახლე
2018-04-16 19:28:38
ბრიტანეთის პარლამენტში სირიაზე ავიადარტყმების შესახებ ტერეზა მეის უსმენენ

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი პარლამენში მივიდა. ტერეზა მეი პარლამენტარებს უხსნის, თუ რატომ გასცა საკანონმდებლო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე სირიაზე ავიადარტყმების ბრძანება. მეიმ განაცხადა, რომ სიტუაცია სწრაფ რეაგირებას ითხოვდა და იყო საკითხები, რომელთა გასაჯაროებაც ოპერაციამდე არ იყო მიზანშეწონილი. კოალიციის ოპერაცია მიმართული იყო ქიმიური იარაღის მწარმოებებლი ობიექტების გასანადგურებლად, რათა თავიდან ავიცილოთ მისი მომავალში გამოყენება, აცხადებს მეი. "სირია, რუსეთის დახმარებით, დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტების დამალვას ცდილობდა. ჩვენ ვერ დავბრუნდებით იმ დროში როცა ქიმიური იარაღის გამოყენება ნორმად ითვლებოდა. სირიაში ავიადარტყმები მკაფიო გზავნილია, რომ ჩვენ არ შევეგუებით ქიმიური იარაღის გამოყენებას და პასუხს გავცემთ"- განაცხადა ტერეზა მეიმ. 

ამავე თემაზე