ერევანში "მასობრივი არეულობის" გამო პროკურატურამ საქმე აღძრა - დაშავებულია 33 ადამიანი (ვიდეო)
2018-04-16 18:04:58 · ამობეჭდვა

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ მასობრივი არეულობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ერევანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად არიან დაშავებულები, რაც გახდა პროკურატურისთვის საქმის აღძვრის მოტივი. მომიტინგეები შეეცადნენ, პარლამენტის შენობისკენ მიმავალი ბაგრამიანის ქუჩაზე, პოლიციელების კორდონის გარღვევას. ისინი პოლიციის მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ. შეტაკებისას დაშავდა 30 მომიტინგე და 3 პოლიციელი.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე