ვეფხია ბაქრაძის საქმე ჯამში ცხრაჯერ იქნა განხილული და ცხრაგზის უარყოფითი გადაწყვეტილება მივიღეთ - სასჯელაღსრულების სამინისტრო
2018-04-16 18:10:28 · ამობეჭდვა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ შეწყალების კომისიას ვეფხია ბაქრაძის შეწყალების დროს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებულს ე.წ. უდო-ზე 6-ჯერ ეთქვა უარი, არ ჰქონია, სასჯელაღსრულების სამინისტრო ეხმაურება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დახასიათება, რომელსაც აგზავნის პენიტენციური დაწესებულება, არ შეიცავს არც დადებით და არც უარყოფით შეფასებას.

მისი თქმით, ინფორმაცია შეიცავს მხოლოდ იმ ობიექტური გარემოების აღწერას, რომელიც გამოიხატა კონკრეტული მსჯავრდებულის მხრიდან სასჯელის მოხდის პროცესში. თუ როგორ იცავდა დადგენილი რეჟიმის მოთხოვნებს, დებულების მოთხოვნებს, რამდენად ერთვებოდა სოციალურ თუ სარეაბილიტაციო პროგრამებში, ასევე, ფსიქოლოგთან გასაუბრების დროს რა აღნიშნა ფსიქოლოგთან.

"სწორედ ამ დახასიათებაზე დაყრდნობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების კომისიის მიერ, ისე სასჯელაღსრულებაში, ე.წ. უდოს საბჭოს მიერ. ექვსჯერ იქნა ჩვენი მხრიდან უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებული მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მანამდე სამჯერ იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებული უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე. ანუ, ჯამში ცხრაჯერ იქნა განხილული და ცხრაგზის უარყოფითი გადაწყვეტილება მივიღეთ", - განაცხადა დარახველიძემ.

გაზიარება და მოწონება