სიახლეები
მსოფლიო
მთავარი სიახლე
2018-04-16 15:55:25
ერევანში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებია

ერევანში მომიტინგეები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ. დეპუტატი ნიკოლ პაშინიანმა მანდატით ხელში სპეცრაზმის ბარიკადებზე გადასვლა სცადა, პოლიციელებსა და ხალხს შორის შეტაკებები დაიწყო, ადგილზე შინაგანი ჯარების დამატებითი ნაწილები ჩადგნენ, აქციის მონაწილეებსა და ძალოვანებს შორის მავთულხლართებია, უცნობმა ბოლის ყუმბარა ააფეთქა, სპეცრაზმელებმა აირწინაღები ჩაიცვეს და მომიტინგეების წინააღმდეგ დაშლის სპეციალური საშუალებების გამოყენებისათვის მოემზადნენ. მომიტინგეებმა უკან დაიხიეს.  

ამავე თემაზე