გამრეკელაშვილის დედა მკვლელობაში ბრალდებულის, მისი ყოფილი ქმრის, ვეფხვია ბაქრაძის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ბაქრაძე  საკუთარ შვილებზეც ძალადობდა" />
"კიბიდან დააგორა და ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ბავშვი დაეღუპა. მარტო ჩემი შვილი კი არა, თავის შვილიშვილიც ჰყავს მკვდარი მაგას"
2018-04-16 15:51:19 · ამობეჭდვა

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედა მკვლელობაში ბრალდებულის, მისი ყოფილი ქმრის, ვეფხვია ბაქრაძის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ბაქრაძე საკუთარ შვილებზეც ძალადობდა. ნათია გაბოძის თქმით, ერთ-ერთმა შვილმა, რომელიც ორსულად იყო, ცემის შედეგად ნაყოფი დაკარგა.

„თავის შვილსაც ძალიან ამწარებდა ამ ლიკას...სცემდა, რამდენჯერ ხელიდან გამომიგლეჯია, რომ ბავშვი მკვდარი გამიცოცხლებია მაგისი შვილი და მაგისი მეორე გოგო, მარი, კიბიდან დააგორა და ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ბავშვი დაეღუპა. მარტო ჩემი შვილი კი არა, თავის შვილიშვილიც ჰყავს მკვდარი მაგას. მეუბნებოდა, ან ჩემ გვერდზე იქნები ან უნდა მოგკლაო. ჩემი შვილი არ უთმობდა და ეუბნებოდა შენ დედაჩემი გჭირდება. იყენებ, ეს არ არის სიყვარული, დედაჩემის ნაშრომს შენ გვიჭამო, ეგ ჰქონდა ჩემს შვილს პრობლემად, ამ ყველაფერს რომ ხედავდა მეუბნებოდა, რატომ აკვლევინებ თავს, რა ვალდებული ხარ, რომ შეინახოო“- ამბობს ნათია გობაძე.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე