სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-04-16 15:43:49
რატომ დაუმალა ე.წ. უდო-მ შეწყალების კომისიას ვეფხია ბაქრაძის უარყოფითი დახასიათება?

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია ე.წ. უდოს კომისიიდან, რომ ვეფხია ბაქრაძეს ვადაზე ადრე გათვსიუფლების თაობაზე უარი ექვსჯერ ეთქვა:

“ჩვენ ვერ გვექნებოდა ეს ინფორმაცია ე.წ.უდო-დან, რადგან ეს უარი იქნა ნათქვამი მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ჩვენ გავუნახევრეთ სასჯელი. ანუ დაკავებულმა თხოვნა შეიტანა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შეიწყალა. ჩვენ მოგვაწოდეს უაღრესად დადებითი დახასიათებებები. თუ ე.წ.უდო-ს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პიროვნება ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ არ გვქონდა ეს ინფორმაცია ჩვენ? რატომ გვქონდა დადებითი დასკვნა ჩვენ და უარყოფითი ე.წ.უდო-ს? ჩვენ ვემყარებით იმ წყაროებს, რომლებსაც ლეგიტიმურად უნდა ვემყარებოდეთ, ფსიქოლოგის დასკვნას, სოციალური მუშაკის დასკვნას და ადმინისტრაციის დასკვნას. თუ ეს პიროვნება ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ დაუმალეს კომისიას ეს ინფორმაცია? რატომ გვაქვს ჩვენ უაღრესად დადებითი დასკვნა ამ პიროვნებაზე?!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.  

ამავე თემაზე