პრეზიდენტი მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს შეწყალების პრეროგატივას - კახიძე
2018-04-16 15:41:51 · ამობეჭდვა

“ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე პრეზიდენტის საგანგებო განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს შეწყალების პრეროგატივას.

“მთავარია, პრეზიდენტი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავად შეწყალების პრეროგატივას და ამ კუთხით მოძალადეები და ნარკორეალიზატორები არ უნდა გამოუშვას გარეთ თუ არ არის მნიშვნელოვანი საგამონაკლისო ვითარება. მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ, რაც შეწყალების უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით დააზღვევს საზოგადოებას, ეს არის ის, რომ მეტი პასუხისმგებლობის მქონე პირი უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტად და წელს იქნება ეს არჩევნები”, - განაცხადა ოთარ კახიძემ.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე