2018-04-16 14:48:17
კინაღამ პარტია დაიშალა ზარდიაშვილის გამო - ჭიჭინაძე

უმრავლესობის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ვანო ზარდიაშვილის გამო "კინაღამ პარტია დაიშალა". ჭიჭინაძემ წინასაარჩევნო პერიოდი გაიხსენა და ფანაცხადა, რომ ზარდიაშვილის სიაში მოხვედრას არავინ ელოდა:

"ზარდიაშვილთან მიმართებაში დისკომფორტი მთელ ისნის რაიონს ჰქონდა, როდესაც მის მაჟორიტარობას აპირებდნენ. მაშინ დაიბლოკა რაიონში, კინაღამ პარტია დაიშალა მაგის მაჟორიტარობის გამო და არავის არ ეგონა, რომ ის საერთოდ სიაში მოხვდებოდა. მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ისე." განაცხადა ჭიჭინაძემ "ტვ პირველის" გადაცემაში "დღის ამბები" საუბრისას.

ამავე თემაზე