ახალციხეში ოჯახში ძალადობის ბრალდებით პოლიციელი და მისი ძმა დააკავეს
2018-04-16 13:47:58 · ამობეჭდვა

ახალციხის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. როგორც შსს–ში აცხადებენ, მას არასრულწლოვნების თანდასწრებით ცოლის ცემაში ედება ბრალი. უწყებაში ამბობენ, რომ ი.ბ. ძმასთან ერთად არის დაკავებული. ორივე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც ქალბატონი ცემეს.

შემთხვევა 9 აპრილს მოხდა. ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 13 აპრილს შეეფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე