„პირველი ტური კი არა შეიძლება საერთოდ წავაგოთ... პრემიერს ბევრად მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ზარდიაშვილს, მდინარაძეს, კობახიძეს და თალაკვაძეს ერთად აღებულს“
2018-04-16 13:34:23 · ამობეჭდვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს რომ თუ "ქართული ოცნების" ე.წ. ახალგაზრდა ლიდერები იქნებიან საპრეზიდენტო კანდიდატის თანმხლები პირები ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს:

„დეპუტატთან საერთო ენას ვერ ნახულობს, ახალგაზრდებთან საერთო ენას ვერ ნახულობს, საზოგადოებასთან საერთო ენას ვერ ნახულობს. ვერ გამიგია ვის რა ეთიკის წესები უნდა დაუწესოს მაგან?! შეიძლება დაწეროს იმ ადამიანმა, ვისაც ამის მორალური უფლება აქვს, ერთი რამე არ მოუსმენია ეტყობა, რომ ჰკითხო ყველაფერი იცის. სიმდაბლე არის ყველაზე დიდი სიძლიერის ნიშანი, მოთმინება, თავშეკავებულობა, თავმდაბლობა არის ყველაზე დიდი ადამიანობა და არა ყეყეჩივით ცხვირის ზევით აწევა. ეს საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე სუსტი პარლამენტის თავმჯდომარე, არადა შანსი ჰქონდა ყოფილიყო პარლამენტის ყველაზე წარმატებული თავჯდომარე. აღარც კონსტიტუციის მიღება უშველის მაგ საქმეს და აღარც არაფერი. მე ერთი რაღაც ვიცი, სირაქლემას პოზაში ცხოვრება არ შეიძლება, გაივლის ეს ორწელიწადნახევარიც და რა სამარცხვინოდ თავჩაქინდრულები უნდა წავიდნენ ამომრჩეველთან? თუნდაც ახლა საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუ ესენი იქნებიან საპრეზიდენტო კანდიდატის თანმხლები პირები, პირდაპირ გეუბნებით რომ პირველი ტური კი არა შეიძლება საერთოდ წავაგოთ... პრემიერს ბევრად მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ზარდიაშვილს, მდინარაძეს, კობახიძეს და თალაკვაძეს ერთად აღებულს. ამათ ქართული ოცნების ახალ სახეებს ვეღარ დავარქმევ ეგენი არ არიან ახლები, ჩვენ გვყავს ახალი სახეები, იგივე თამარ ჩუგოშვილი, კახა კუჭავა, სოფო ქაცარავა და ა.შ“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ „ალიასთან“ ინტერვიუში





გაზიარება და მოწონება