სიახლეები
მსოფლიო
მთავარი სიახლე
2018-04-16 12:53:14
საპროტესტო აქცია ერევანში, მომიტინგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს (ფოტო, ვიდეო)

ერევნში სატრანსპორტო კოლაფსი გრძელდება. ბლოკირებულია ძირითადი სატრანსპორტო კვანძები. აქციის მონაწილეები მაგრამიანის ქუჩაზე მსვლელობით ქვეყნის პარლამენტის შენობისაკენ მიემართებიან. სომხეთის პოლიციამ ბლოკირებული ქუჩების გაწმენდა დაიწყო. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების ინცინდენტებსაც ჰქონდა ადგილი, ერთერთ ქუჩაზე აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და საფრანგეთის მოედნისაკენ გაემართნენ. ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი მომხრეებთან ერთად ერევნის პედაგოგიურ უნივერსიტეტში შევიდა და სტუდენტებს მოუწოდა აქციასშეერთებოდნენ. 150 სტუდენტი მსვლელობას შეუერთდა. რესპუბლიკის მოედანზე პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმების ავტობუსები დგანან. ერევანში სტიქიური საპროტესტო აქცია დილით დაიწყო, მომიტინგეების ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის პრემიერ მინისტრის პოსტზე წარდგენას აპროტესტებენ.

ამავე თემაზე