მოსამართლეთა შეფასების დეპარტამენტის დირექტორი ზარდიაშვილის ცოლი და მდინარაძის ნათესავია - დოლიძე
2018-04-16 11:10:30 · ამობეჭდვა

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მოსამართლეთა დანიშვნის პოლიტიკურობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოსამართლეთა შეფასების დეპარტამენტის დირექტორი უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის მეუღლე და ასევე უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის ნათესავია. დოლიძე ამბობს, რომ თინათინ აბრალავამ თანამდებობა უნდა დატოვოს:

"მოსამართლეთა შეფასების დეპარტამენტის დირექტორი, ქალბატონი თინათინ აბრალავა არის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ვანო ზარდიაშვილის მეუღლე, შესაბამისად ამავე დროს, ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ნათესავი. ეს ძალიან დიდ ზიანს აყენებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს.ეს ფაქტი, მჭიდრო ნათესაური კავშირი დეპარტამენტის დირექტორის ქართული ოცნების ერთ პოლიტიკურ ჯგიფთან და თანამდებობის პირებთან, აჩენს ძალიან დიდ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება მოხდეს პროცესის პოლიტიკური მანიპულირება" აცხადებს ანა დოლიძე.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე