სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
2018-04-15 18:11:18
მაღაზია "დენთის" დამფუძნებელს და მის მეგობარს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

მაღაზია "დენთის" დამფუძნებელს პაატა მუსერიძესა და მის მეგობარს გიორგი ბახტაძეზეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულებს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას ედავება.

პაატა მუსერიძე დანაშაულს აღიარებს, რაც შეეხება გიორგი ბახტაძეს, მისი თქმით ამოღებული იარაღებიდან თითქმის ყველა უვარგისია.

„ნებაყოფლობით წარმოვადგინე ჩემს მფლობელობაში არსებული იარაღები. ზოგი ვარგისი და ზოგი უვარგისი. ეს ყველაფერი ოქმშიც ავსახე და წინასწარი გამოძიების პროცესში მიცემულ ჩვენებაშიც. შესაბამისად, მაქსიმალურად ვითანამშრომლე,“-განაცხადა გიორგი ბახტაძემ.

რაც შეეხება იარაღებს, გიორგი ბახტაძემ  პროცესზე ექსპერტიზის პასუხებთანდაკავშირებით გამოთქვა ეჭვი და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია რის საფუძველზე დაადგინა ექსპერტიზამ გარკვეული იარაღების შემთხვევაში რომ ვარგისია, როდესაც ისინი გამოშვებულია 1800 წელს და ამ იარაღებიდან გასროლა წარმოუდგენელია.

პროკურორი კი ამბობს, რომ ბახტაძემ სარდაფში არსებული იარაღების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ განაცხადა, რაც მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა სარდაფის გასაღები. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.  

ამავე თემაზე