პროკურატურის "ოქროს მოწმემ" ჩვენება ისევ შეცვალა
2018-04-13 16:08:33 · ამობეჭდვა

"პირველი რადიოსთვის" ცნობილი ხდება, რომ მოწმემ, რომლის დაკითხვაც ხორავას ქუჩის საქმეზე ამ წუთებში გრძელდება, ჩვენება ისევ შეცვალა. ამ დროისთვის მიხეილ კალანდია ჩვენებას სასამართლოს აძლევს. შეშფოთება, იმის შესახებ, რომ კალანდიაზე შესაძლოა ზეწოლა მომხდარიყო და მას ჩვენება შეეცვალა, ბრალდებულთა დაცვის მხარემ კალანდიას დაკითხვის პირველი დღის ბოლოს გამოთქვა. ამის მიზეზი თავად კალანდიას მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებების უარყოფა გახდა. მიხეილ კალანდიამ, რომელიც მომხდარის უშუალო მონაწილეა, განაცხადა, რომ წინასწარ გამოძიებაში ჩვენებები პროკურატურაში ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.

გუშინ პირველ რადიოს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი მისივე ნათესავ მიხეილ კალანდიაზე ამ განცხადების გამო ზეწოლას ახორციელებდა. პირველი რადიოს ინფორმაციით მირზა სუბელიანმა მიხეილ კალანდია მშობლების სახლიდან თავისთან წაიყვანა და მას მუქარით ჩვენების შეცვლა მოთხოვა.





გაზიარება და მოწონება