გიორგი ონიანის საქმეზე საპროცესო შეთანხმება მიღწეულია - პროკურორი
2018-04-13 15:49:36 · ამობეჭდვა

გიორგი ონიანის საქმეზე საპროცესო შეთანხმება მიღწეულია, – ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, დღევანდელ პროცესზე მოსამართლე დაინტერესდა, თუმცა ვიდრე პროკურორი საპროცესო შეთანხმებას დეტალურად გააცნობდა სასამართლოს, ონიანმა პროცესის ნაწილობრივ დახურვა მოითხოვა და განმარტა, რომ მის მიერ გასაკეთებელი განცხადება პირად ინფორმაციას შეიცავდა. მოსამართლემ მსჯავრდებულის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დღევანდელი სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში ნაწილობრივ დახურა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილ სამართალდამცველსა და ადვოკატს, გიორგი ონიანს ბრალი უკანონო დაკავებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში ედება. საქალაქო საასმართლომ მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე