კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიამ და „ჩვენმა სკოლამ“ ბორჯომის ტყის აღსადგენად საქველმოქმედო გამოფენა გამართა
2018-04-11 18:47:47 · ამობეჭდვა

კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიამ და „ჩვენმა სკოლამ“ ტრადიციული სააღდგომო საქველმოქმედო ბაზრობა გამართა. გამოფენაზე გასაყიდად წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც მოწვეულმა სტუმრებმა სიმბოლურ ფასად შეიძინეს. საქველმოქმედო ბაზრობის მიზანს ბორჯომის ტყე-პარკის გადარჩენა და გადამწვარი ტერიტორიების აღდგენა წარმოადგენდა. შემოსული თანხით, მოსწავლეები კომპანია „თრიფექსის“ გუნდის დახმარებით შეიძენენ წიწვოვანი ხეების ნერგებს, რომლებიც ბორჯომის ტყეში მათ სახელზე დაირგვება. „ჩვენი ინიციატივით ყოველ წელს იმართება საქველმოქმედო ბაზრობა, რომელიც სხვადასხვა მიზანს ემსახურება. წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა დიდი მონდომებით დაამზადეს ნივთები, იმისათვის რომ ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენაში შეიტანონ წვილი. ვფიქრობ, ბავშვების მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კონსერვატორიის რექტორის მოადგილემ და „ჩვენი სკოლის“ დამფუძნებელმა მანანა დოიჯაშვილმა. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვასთან ერთად „ჩვენი სკოლის“ ეზოში კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიისა და ჩვენი სკოლის“ მოსწავლეების კონცერტიც გაიმართა.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე