ფისოები და გასაოცარი კაცუნები, პერუში ახალი გეოგლიფები აღმოაჩინეს
2018-04-06 14:18:08 · ამობეჭდვა

პერუში ნასკას პლატოზე არქეოლოგებმა 50 ახალი გეოგლიფი აღმოაჩინეს. ისინი უკვე შეტანილია იუნესკოს საერთაშორისო კულტურული მემკვიდრეობის სიაში. გეოგლიფები მიწაზე დახატული დიდი ორნამენტებია, რომელთა დანახვა მხოლოდ სიმაღლიდანაა შესაძლებელი. ახალი გეოგლიფები დრონებზე დამონტაჟებული 3D-სკანერებისა და ფოტოაპარატების საშუალებით აღმოაჩინეს. ნასკიზე ნახატები, რომელებიც ხაზებს, გეომეტრიულ ფიგურებსა და ცხოველების გამოსახულებებს წარმოადგენენ პირველად 1939 წელს აღმოაჩინეს, ითვლება, რომ მათი ასაკი ორიათას წელზე მეტია.








გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე