ვითიბი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებაა
2018-04-06 10:55:20 · ამობეჭდვა

აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში განხორციელდა ცვლილება. საბჭოში შევიდნენ ვლადიმერ ვერხოშინსკი და მაქსიმ კონდრატენკო. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით თავჯდომარედ არჩეულ იქნა ვლადიმერ ვერხოშინსკი. ვლადიმერ ვერხოშინსკი ვითიბი ჯგუფში2009 წლიდან მუშაობს, ის ვითიბი ბანკის მმართველობის წევრია. ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.





გაზიარება და მოწონება