საჰაერო თავდაცვის ოფიცერთა და სპეციალისტთა მომზადების კურსი დასრულდა
2018-04-05 15:19:46 · ამობეჭდვა

კრწანისში მდებარე საერთო საჯარისო ცენტრში, ავიაციისა და საჰერო თავდაცვის სკოლის საჰაერო თავდაცვის კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. ოფიცრებს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ მიულოცა. სიტყვით მიმართვისას, მან კურსდამთვრებულებს წარმატებები უსურვა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით, საჰაერო თავდაცვის გვარეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საჰაერო თავდაცვის ოფიცერთა და სპეციალისტთა მომზადების კურსი 2 ოქტომბერს დაიწყო. სწავლება 26 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ორ მიმართულებას - „საზენიტო სარაკეტო სისტემების უმცროს ოფიცერთა მომზადებისა“ და „რადიოლოკაციური სისტემების უმცროს ოფიცერთა“ მომზადების კურსებს მოიცავდა.

12 ოფიცერი კურსის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის ტექნიკას, ტაქტიკას, საჰაერო თავდასხმის საშუალებებსა და სამხედრო ოპერაციებზე კლიმატის გავლენას გაეცნო. თეორიული ნაწილის გარდა, მათ საჰაერო თავდაცვის ბრიგადის ქვედანოფებში პრაქტიკული მეცადინეობებიც გაიარეს.

დღესვე, ოფიცრებს კურსის დასრულების დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ. ისინი შესაბამის ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და მიღებულ ცოდნას შემდგომ საქმიანობაში გამოიყენებენ.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე