კახეთში აეროპორტის აშენება თელავსა და წნორს შორის განიხილება
2018-03-27 20:40:47 · ამობეჭდვა

"კახეთში აეროპორტის განვითარება თელავსა და წნორს შორის განიხილება", - ამის შესახებ გადაცემა "საქმის კურსში“ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს შესწავლა, რათა მოხდეს ლოკაციის დაზუსტება.

"კონკრეტულ ლოკაციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მიმდინარეობს შესწავლა, თუ სად შეიძლება იყოს ოპტიმალური აეროპორტის განთავსება. რამოდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი, გარდა ტურისტული დისლოკაციისა, საანავიგაციო პირობები უნდა იყოს შესატყვისი, გარემო უნდა იძლეოდეს საერთაშორისო რეისების განხორციელების საშუალებას. ჩვენ განვიხილავთ ტერიტორიას თელავიდან წნორის ჩათვლით" - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

როგორც გუბერნატორი განმარტავს, საუბარია იმაზე, რომ კერძო ინვესტორი იყოს ჩართული ამ პროექტში, რაზეც ინტერესი უკვე არსებობს კერძო სექტორიდან.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე