"მაჯები დახვრეტილი, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი კი მოჭრილი აქვს"
2018-03-21 10:04:22 · ამობეჭდვა

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე დაზიანებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ჟურნალისტი და ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" წევრი ლაშა ბერულავა:

"ვაიმე, შვილო, თითი გაქვს მოჭრილი!.."- ეს იყო არჩილ ტატუნაშვილის დედის პირველი ფრაზა, როცა შვილის ცხედარს მოეფერა... არჩილს მაჯები დახვრეტილი, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი კი მოჭრილი აქვს... მაპატიეთ ასეთი ნატურალიზმი, მაგრამ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის მოჭრა ოკუპანტების "საფირმო" ხელწერაა: ასე სჯიან ისინი მოწინააღმდეგე სამხედროებს, იმ თითს აჭრიან, რითაც ჩახმახისთვის გამოუკრავს... ახლა დაახლოებით ვიცით, როგორ აწამებდნენ ცოცხალ არჩილს... და რა გულისამრევია ამ ფონზე კომენტარები "ცხედრის დაზიანებებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ", რაც ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისგან გვესმის, ვინც ცხედარი დაათვალიერა..." წერს ბერულავა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.





გაზიარება და მოწონება