2018-03-20 13:47:51
სროლა პეტერბურგში

სანქტ- პეტერბურგში ავტომანქანა Hammer-ის მძღოლმა პოლიციელებს ესროლა და მიიმალა. ინცინდენტი ღამის 2 საათზე მოხდა, როდესაც ქალაქის პოლიციამ ავტომობილი გააჩერა. საბუთების შემოწმების დროს, პოლიციელებმა 56 წლის მძღოლს საბარგულის გახსნა მოთხოვეს, მან კი სროლა დაიწყო, სავარაუდოდ ტრავმატული იარაღიდან და მანქანა დიდი სიჩქარით დაძრა. პოლიციელები დაედევნენ, საპასუხო ცეცხლიც გაუხსნეს. მოგვიანებით ავტომობილს მიაგნეს, მძღოლი კი მიიმალა. 

ამავე თემაზე