2018-03-20 09:42:50
რატომ არ მიულოცა ტრამპმა პუტინს გამარჯვება? - თეთრი სახლის განმარტება

თეთრი სახლი განმარტავს, რატომ არ მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. დონალდ ტრამპის პრესმდივანი აცხადებს, რომ პუტინის გამარჯვება ვაშინგტონისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, კრემლში სატელეფონო ზარი კი არ დაუგეგმავთ. ჰოგან გიდლის განცხადებით, აშშ-ი მომავალშიც აპირებს რუსეთთან თანამშრომლობას იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია, თუმცა მისივე თქმით,  "ვაზღვევინებთ მას, თუ ის ჩვენს ინტერესებს დაემუქრება” - აცხადებენ თეთრ სახლში.

ამავე თემაზე