,,მეუფე იაკობის საქმე“ - რომელი სასამართლოს წინაშე წარდგება ეპისკოპოსი
2018-03-20 00:23:54 · ამობეჭდვა

"ციანიდის საქმის" ერთ ერთი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, დეკანოზ მამალაძესა და ნიკა გვარამიას შორის კომუნიკაცია აღარ მომხდარა. რამიშვილი საქმის დეტალებზე საუბრისაგან კვლავ თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ის ადვოკატები, რომლებიც თავიდანვე იყვნენ ჩართული საქმეში, უზენაეს სასამართლოსთვის ემზადებიან, ხოლო იმიტომ, რომ დრო არ დაიკარგოს, ნიკა გვარამია მისი კომპეტენციიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასმართლოში შესატანი სარჩელის მზადებას შეუდგა. რამიშვილის განცხადებით, თავად ის მსჯავრდებულ დეკანოზს დღესაც შეხვდა და ამ შეხვედრის დეტალები უკვე მას შემდეგ იქნება საინტერესო, რაც დეკანოზს ნიკა გვარამიაც მოინახულებს.

"პირველ რადიოსთან საუბარში მიხეილ რამიშვილმა იმ საჩივარზეც ისაუბრა, რომლითაც მან სასამართლოს ქორეპისკოპოს იაკობის წინააღმდეგ მიმართა. ადვოკატი ამბობს, რომ უკვე 5 თვე გავიდა და სასამართლო არ დანიშნულა, რაც მისი თქმით, მიზანმიმართულად ხდება:

"სასამართლო პროცესი მიზანმიმართულად იწელება დროში. თითქმის 5 თვე გავიდა არაერთი ჩემი განცხადების მიუხედავად, რომ ყოფილიყო დანიშნული სასამართლო, ეს არ ხდება. პარალელურად მოვითხოვე, რომ ჩემი და იაკობის საქმე განეხილა საეკლესიო სასამართლოს, წერილი მომივიდა ჩემდა გასაკვირად, რომ თურმე ერთ საქმეს ორი სასამართლო ვერ იხილავს. როდის აქეთ გახდა საპატრიარქო საერო სასამართლოს ქვემდებარე? ეს არის აბსურდი, ბუნებაში არ არსებობს იმიტომ, რომ ორივეს სხვადსხვა ფუნქცია აქვს. არც ერთი ნორმა არ არსებობს, რომ როდესაც ცილისწამებაზეა საუბარი, დაელოდოს ეკლესია და სინოდი, რა გადაწყვეტს საერო სასამართლო. ეს არის მიზანმიმართული მითითება სასამართლოსკენ, რომ გაწელონ დროში. " განაცხადა მიხეილ რამიშვილმა "პირველ რადიოსთან" საუბარში.





გაზიარება და მოწონება