სიახლეები
მთავარი სიახლე
საზოგადოება
2018-03-20 00:13:19
როგორი იქნება თბილისში პარკირება - მივა თუ მერიის წარმომადგენელი საკრებულოში?

„ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოში სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს  იბარებს. როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, მათ სურთ გაარკვიონ, გაძვირდება თუ არა მანქანის გაჩერება დედაქალაქის ქუჩებში, დაიყოფა თუ არა თბილისი ზონებად და როგორ გადაიხდიან მძღოლები პარკირების საფასურს.

თუმცა უახლოეს დღეებში შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი საკრებულოში არ მივა. როგორც  „პირველ რადიოს“ პრესსამსახურში განუცხადეს, კომპანიის გენერალური  დირექტორი  თბილისში არ იმყოფება.

„ჩვენი გენერალური  დირექტორი ეს დღეები არ არის თბილისში და ჩვენი კომპანიის მხრიდან  მე მგონია, რომ არავინ არ იქნება და მერიიდან იქნება თუ არა ვინმე არ ვიცი.  დიდი ხნით არ არის წასული, თუმცა დაბრუნების ზუსტი თარიღი არ ვიცი სავარაუდოდ რამდენიმე დღეში,“-განუცხადეს „პირველ რადიოს“ სატრანსპორტო სამსახურში.

საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვები პარკირების სისტემასთან დაკავშირებით მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც კახი კალაძემ „სითი პარკთან“ ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა და ფუნქციები 10 აპრილიდან ტრანსპორტის სამსახურს გადააბარა. მივლენ თუ არა მერიის ხელმძღვანელი პირები ოპოზიციის ფრაქციის სხდომაზე ამ დრომდე უცნობია.

 

ამავე თემაზე