2018-03-19 14:50:09
ევროკავშირი "სკრიპალის საქმეში" რუსეთის პასუხისმგებლობაზე - საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება

ევროკავშირში სრული სერიოზულობით განიხილავენ ბრიტანეთის განცხადებას, რომ რუსეთი სკრიპალის საქმეში დამნაშავეა და რუსეთს მოუწოდებენ ლონდონის მხრიდან დასმულ საკითხებზე პასუხი გასცეს. ასევე მოსკოვმა ქიმიური იარაღის აკრძალვის კომიტეტს მომწამლავი ნივთიერების "ნოვიჩოკის" პროგრამის დეტალები გაუხსნას. ერთობლივი განცხადება ევრო კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს. "ევროკავშირი გმობს სერგეი და იულია სკრიპალზე განხორციელებულ თავდასხმას, რომლის დროსაც ასევე დაშავდა პოლიციელი. ეს უპასუხისმგებლო და არაკანონიერი აქტია, რომელიც ბევრი მხოვრებლის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. ევროკავშირი მთელი სერიოზულობით განიხილვს ბრიტანეთის განცხადებას, მომხდარში რუსეთის შესაძლო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით."- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.  

ამავე თემაზე