2018-03-17 12:54:48
უმრავლესობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები შეარჩია - ზაზა შათირიშვილი, ია მამალაძე და მალხაზ ასლამაზაშვილი

უმრავლესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად სამ კანდიდატს წარადგენს.

ესენი არიან - ზაზა შათირიშვილი, მალხაზ ასლამაზაშვილი და ია მამალაძე. 

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ერთი კანდიდატი უნდა დაამტკიცოს. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში წევრების კანდიდატურებთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო სესიაზე წარვადგინოთ სამი კანდიდატი უმრავლესობის კვოტით. ესენი არიან: მალხაზ ასლამაზაშვილი, ქალბატონი ია მამალაძე და ბატონი ზაზა შათირიშვილი. იყო საინტერესო მსჯელობა ფრაქციის თავმჯდომარეებთან, მათ შორის, ერთ-ერთ კანდიდატურაზე, რომელიც არის ქალბატონი დოდო შონავა. ვიცით, რომ ეს არის პროფესიონალი ადამიანი და საკმაოდ მაღალი შეფასებები აქვს კომისიის მხრიდან, თუმცა, საბოლოო ჯამში, უმრავლესობა ამ სამ კანდიდატურასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ამავე თემაზე