აფეთქებული საყდრისის არტეფაქტები ფრანკფურტის გამოფენაზე
2018-03-17 11:26:50 · ამობეჭდვა

კულტურის სამინისტრო ფრანკფურტში საყდრისიდან მოპოვებულ არტეფაქტებს გამოფენს. გამოფენა, სახელწოდებით “ოქრო და ღვინო საქართველოში” არქეოლოგიის მუზეუმში გაიმართება.

როგორც ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, რომ გამოფენაზე გამოტანილი იქნება ნეოლითიდან ბრინჯაოს ხანამდე პერიოდს მიკუთვნებული მიწათმოქმედების, ღვინის და ოქროს წარმოებასთან დაკავშირებული მასალები, მათ შორის, საყდრისსა და არუხლოში აღმოჩენილი ნივთები.

გამოფენა კულტურის სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილია, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კულტურის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო 2018 წელს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.





გაზიარება და მოწონება