სიახლეები
ეკონომიკა
ბიზნეს ნიუსი
მთავარი სიახლე
2018-03-16 11:43:15
932 მილიონი ევრო ახალი გაზსადენისთვის - TANAP

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტრანს- ანატოლიური მილსადენის პროექტისთვის 932 მილიონი ევროს კრედიტი გამოყო. TANAP თურქეთსა და ევროპაში შაჰდენიზის საბადოდან გაზის ტრანსპორტირების პროექტია. ახალი გაზსდენი სამხრეთის გაზის კორიდორის ნაწილია და ის ტრანსადრიატიკულ გაზსადენს შეუერთდება. TANAP-ის გამტარუნარიანობა წელიწადში 16 მილიარდი კუბური გაზი იქნება. მისი საერთო სიგრძე 1850 კმ-ია. ახალი გაზსადენი საქართველოს ტეროტრიაზეც გაივლის. მისი მშენებლობა ფორმალურად 2015 წლის მარტში დაიწყო. სამშენებელო სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულდეს.

ამავე თემაზე