სიახლეები
პოლიტიკა
მსოფლიო
მთავარი სიახლე
2018-03-14 18:35:38
რუსეთის აგრესია - დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ვიდეორგოლში საქართველოც მოხვდა (ვიდეო)

დიდი ბრიტანეთის საგარო საქმეთა სამინისტრომ "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე რუსეთის სახელმწიფოს აგრესიის სქემის შესახებ მომზადებულ ვიდეორგოლს ანთავსებს. რგოლის მიხედვით, ბრიტანეთის საგარო უწყება საზოგადოებას ამცობს, რომ კრემლს სურს არსებული მსოფლიო წესრიგი დაარღვიოს.

ვიდეორგოლის ხანგრძლოვბა დაახლოებით 1 წუთია და ათვლა  2006 წლიდან იწყება. ჯონსონის უწყება საზოგადობას ახსენებს, როდის იქნა მოწამლული ლიტვინენკო; ამის შემდეგ მოდის 2008 წელი და  რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა;  შემდეგ: 2014 წლის მარტი - ყირიმის ანექსია; 2015 წლის მაისი- რუსეთის კიბერშეტევა გერმანიის პარლამენტზე; 2015-2016 რუსეთის მიერ დანიის საგარეო და თავდაცვის სამინისტროების სერვერების გატეხვა; 2017 წელი- რუსეთის ჩარევა მონტენეგროს არჩევნებში; 2017 - უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერ-შპიონაჟი; 2018 წელი რუსეთის მიერ რიგი სახელმწიფოების საჰაერო სივრცეების დარღვევა.

ამავე თემაზე