სიახლეები
პოლიტიკა
მსოფლიო
მთავარი სიახლე
2018-03-14 17:33:33
მეიმ ლავროვს თანამდებობისთვის შეუფერებელი უწოდა, მოსკოვში პასუხს ამზადებენ

ბრიტანეთის პრემიერმა, პარლამენტში გამოსვლის დროს, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს თანამბებობისთვის შეუფერებელი უწოდა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ლავროვს ლონდონში არ ელოდებიან და გააუქმა ოფიციალური მოწვევა. ბრიტანეთის პრემიერის განცხადებებს, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა. "ლავროვი რუსეთის მინისტრია და არა ბრიტანეთის, ამიტომ მას რუსეთის პრეზიდენტი შეაფასებს, თქვენი მინისტრი ბორის ჯონსონია"- აცხადებს ზახაროვა. რუსეთის საგარეო უწყება ლონდონის ქმედებებზე ოფიციალურ განცხადებას ტერეზა მეის პარლამენტში გამოსვლის დასრულების შემდეგ გააკეთებს. 

ამავე თემაზე