ზუგდიდში არასრულწლოვანი დაჭრეს
2018-03-14 16:35:06 · ამობეჭდვა

ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მოზარდებს შორის დაწყებული ჩხუბი ერთი არასრულწლოვანის დაჭრით დასრულდა. დაჭრილი ახალგაზრდა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდი გულ-მკერდის არეშია დაჭრილი. ჩხუბში რამდენიმე მოზარდი მონაწილეობდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.





გაზიარება და მოწონება