სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-03-14 15:52:03
უკრაინელ სპორტსმენებს რუსეთის ტერიტორიაზე შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება აეკრძალათ

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც უკრაინელი სპორტსმენები რუსეთის ტერიტორიაზე გამართულ ნებისმიერ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა ეკრძალებათ. იგორ ჯდანოვმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და განკარგულების ფოტოც გაავრცელა. მისი თქმით დრევანდელი რუსეთი უკრაინელი სპორტსმენებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მან საერთაშორისო ფედერაციებს მოუწოდა რუსეთის ტერიტორიაზე შეჯიბრებები არ დანიშნონ. განკარგულება მინისტრმა ახალი კანონის- „დონეცკისა და ლუდანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ“ , შესაბამისად მიიღო.

 

ამავე თემაზე