სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-03-14 14:34:20
რატომ სდუმან ოსი ეროვნების დეპუტატები ლერი ხაბელოვი და ბიძინას ქისაზე გამოკიდებული ხაბარელი? - ნათელაშვილი

რატომ სდუმან სქართველოს პარლამენტში ოსი ეროვნების დეპუტატები ლერი ხაბელოვი და შოთა ხაბარელი - ამ კითხვას "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხთან დაკავშირებით სვამს:

"მაინტერესებს იმ უფლის საწინააღმდეგო მარაზმზე რაც ხდება ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან და მისი ცხედრის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რატომ სდუმან სქართველოს პარლამენტში ოსი ეროვნების დეპუტატები, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ასევე ბიძინას ქისაზე გამოკიდებული ხაბარელი. მართალია ვიცით მათი აზრი, რომ ომი თურმე ჩვენ დაგვიწყია და ჯავიდან მხოლოდ ვარდებს გვესროდნენ,მაგრამ მაინც საინტერესოა ამჯერადაც თუ უჭერენ თავის თვისტომთ ანტიადამინაურ ქმედებაში მხარს?" წერს შალვა ნათელაშვილი.

ამავე თემაზე