კარგი იქნებოდა კვირიკაშვილს საკუთარი განცხადება და საქართველოს ინტერესები უკეთ განემარტა - კაპანაძე
2018-03-14 13:42:27 · ამობეჭდვა

საპარლამენტო უმცირესობის ერთ ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვითარება, რომელიც მთავრობის ხელმძღვანელის მიერ, რუსეთის მიმართ გაკეთებული ცუდი მიმართვით შეიქმნა, ჯანსაღი არ არის და ქვეყანას აზიანებს.

„ვითარებაში, რომელშიც დღეს ვართ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა და მთავრობა ძლიერი ჩანდეს და არა – სუსტი. პრემიერის განცხადება ქვეყანას ასუსტებს და იმის ილუზიას ქმნის, თუ პირდაპირ კურსს არ ცვლის, რომ ჩვენ ახლა რუსეთის მოთხოვნების შესრულებაზე გადავდივართ, მათ შორის სოხუმთან პირდაპირი დიალოგისა და ჟენევის ფორმატის შეცვლაზე, რაც ჩვენს ინტერესებში არ შედის...კარგი იქნებოდა, მას საკუთარი განცხადება და საქართველოს ინტერესები უკეთ განემარტა. იმაზე ფიქრი ილუზიაა, რომ შეიძლება იმ შეთავაზებიდან რაიმე კარგი გამოვიდეს, რაც რუსეთის სამ აბზაციან განცხადებაში თითქოს გაჟღერდა”, – განაცხადა კაპანაძემ.





გაზიარება და მოწონება