პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება სრულიად აცდენილია რეალობას - სამადაშვილი
2018-03-14 13:40:38 · ამობეჭდვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის შეფასებით, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება ქვეყანაში შექმნილ რეალობას სრულიად აცდენილია.

„ქართული სახელმწიფო მოლაპარაკებებისთვის დღეს მზად არ არის და სწორედ ამიტომ, პრემიერ-მინისტრის განცხადება სრულიად აცდენილია იმ რეალობასთან, რაც ქვეყანაშია შექმნილი და ჩამოყალიბებულია საზოგადოებრივი აზრით. საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში სტაბილურობა მაშინ იქნება, როცა ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავალი იქნება შეუქცევადი და რუსეთი დაინახავს, რომ როგორც საზოგადოებას, კონსოლიდირებული პოზიცია გვაქვს. როცა პრემიერი ისეთ განცხადებას აკეთებს, რომელიც კონსენსუსს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, იქ რუსეთისთვის საკუთარი ინტერესების გასატარებლად სივრცე იქმნება“, – განაცხადა სამადაშვილმა.





გაზიარება და მოწონება