ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერად მეოთხედ აირჩიეს
2018-03-14 13:16:48 · ამობეჭდვა

გერმანიის პარლამენმა უკვე მეოთხედ ანგელა მერკელი კანცლერად აირჩია.

"ანგელა მერკელმა ხმათა უმრავლესობა მოიპოვა და კანცლერი გახდა"- განაცხადა ბუნდესტაგის თავჯდომარემ ვოლფგანგ შოიბლემ. პარლამენტში ფარულ კენჭისყრას კანცლერის მეუღლე და დედა ესწრებოდა. მერკელის კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანც ბალტერ შტაინმაიერმა წარადგინა. საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში გასული წლის შემოდგომაზე გაიმართა.





გაზიარება და მოწონება