მთავარი სიახლე
2018-03-14 01:56:25
ეზიარა ყველას დასანახად, ეს იყო ფარისევლობის მწვერვალი“ - მეუფე პეტრემ პრემიერს ფარისეველი პრეზიდენტს კი უპრინციპო უწოდა

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე პრემიერ-მინისტრს "ფარისეველს" უწოდებს პრეზიდენტს კი უპრინციპოს.

თოქ-შოუ არჩევანში ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ ქვეყნის პრეზიდენტს უპრინციპო ადამიანი უწოდა. ეს განცხადება მეუფე პეტრემ გიორგი გაბუნიას შეკითხვაზე გააკეთა - უნდა შეიწყალოს თუ არა ციანიდის საქმეზე გასამართლებული გიორგი მამალაძე. მეუფე პეტრეს განცხადებით, პატრიარქს გერმანიიდან ჩამოსვლისას პრემიერი პატრიარქს აეროპორტში დახვდა და მან ძალიან კარგად იცოდა რა ბოროტებასთან ქონდა საქმე. რამდენიმე დღეში კი ის უკვე ზეწოლას დაექვემდებარა.

 

"მახსენდება 2016 წლის ბოლო. დეკემბრის თვე იყო, როდესაც მესტიაში პრეზეტაციაზე მან დააანონსა რომ 2017 წელი იქნება ძალიან წარმატებული წელი. რაღაც მე გულუბრყვილოდ მივიღე. დაიწყო 2017 ციანიდის საქმით, შემდეგ აზერბაიჯანელი ჟურნალისტით და რომელიც ასევე არასახელმწიფოებრივია მაჩალიკაშვილი და პანკისის ხეობა და ა.შ. ეს სამიც კი საკმარისია...ფარისევლობის გვირგვინი იყო როდესაც, მიმაჩანია რომ ციანიდის საქმის ერთი ავტორის რჩევა შეასრულა, როდესაც საშობაო ღვთისმსახურებაზე საზეიმო წირვას დაესწრო და კამერების წინ ეზიარა ყველას დასანახად. ეს იყო ფარისევლობის მწვერვალი და მაშინვე ვთქვი ამ ადამიანზე და საზოგადოებაზე... იგივე პოლიტიკოსები დავყავი ორ ნაწილად... ეკლესიაში და ესეიგი ხელისუფლებაში - პრინციპულებად და უპრინციპოებად. პრეზიდენტ მარგველაშვილზე ვერ ვიტყვი რომ ის არის პრინციპული კაცი და ძალიან რომ მინდოდეს, ვერ ვპოულობ გამოსავალს, რომ ჩავრიცხო ეს ადამიანი პრინციპულად....

მახსენდება, როდესაც პატრიარქი ჩამოფრინდა გერმანიიდან აეროპორტში დახვდა და ძალიან კარგად იცოდა რა ბოროტებასთან გვქოდა საქმე, რამდენად აბსურდული იყო ციანიდით მღვდლის შესაძლო მოწამვლის მცდელობა, მაგრამ როდესაც ჩვენ რამდენიმე დღეში შევხდვით მას საპატრიარქოში უკვე იგრძნობოდა რომ ის ზეწოლას დაექვემდებარა და უკან იყო დახეული. მისი სინდისზე იყოს რას აკეთებს უდანაშაულო კაცი ციხეში არ უნდა იჯდეს“-  განაცხადა მეუფე პეტრემ არჩევანის პირდაპირ ეთერში.  

ამავე თემაზე