2018-03-14 00:24:09
შათირიშვილი მეორე ტურში გადავიდა - პარლამენტს 12 კაციანი სია გადაეგზავნა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ წარდგენილი 14 კანდიდატიდან ორი დაიწუნა. დაწინებულთა შორის მოხვდნენ აფხაზეთის ხმის მფლობელი დავით კორახაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადობისა და დემოკრატიზაციის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟამე.

კომიასიამ პარლამენტს ვაკანტურ 4 ადგილზე 12 კაციანი სია გადაუგზავნა. დასამტკიცებელთა სიაში ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილიც არის. მასთან ერთად სიაში მოხვდნენ:

მალხაზ ასლამაზაშვილი – რეჟისორი;
ნინია კაკაბაძე – ჟურნალისტი;
დონარა შონავა – საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი;
ზაზა შათირიშვილი – ფილოსოფოსი;
იზაბელა ოსიპოვა – სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი;
ხატია ყურაშვილი – კომუნიკაციების კომისიის ყოფილი პრესმდივანი;
ზვიად დევდარიანი – სიდა-ს ხელმძღვანელი;
ბესო ლილუაშვილი – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მრჩეველი;
ნათია სირაბიძე – აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე;
ია მამალაძე – ჟურნალისტი;
ნათია კობერიძე – ჟურნალისტი;
ბაბუცა პატარაია – საფარის ხელმძღვანელი;

 

 

ამავე თემაზე