სიახლეები
მთავარი სიახლე
საზოგადოება
2018-03-14 00:16:44
ხეების ჭრა აჭარაში - ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ

ის, რომ ახირებული პროექტი აქვს ბიძინა ივანიშვილს და გინდა არ გინდა უნდა შეასრულოს მისი ახირება, ეს გასაგებია, მაგრამ არის მეორე მხარე. რას აკეთებს ის ხელისუფლება, რომელსაც ევალება მოუაროს ბუნებას და ფორმალურად მოაწესრიგოს დოკუმენტები- აცხადებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი მურმან დუმბაძე. "პირველ რადიოსთან" საუბარში დუმბაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში, ბიძინა ივანიშვილის ხის ტრანსოპირტირებისთვის, ქარსაცავი ზოლის გაჩეხვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ საკითხზე პასუხისმგებელი ყველა პირი აგებს პასუხს. დუმბაძე დაინტერესებულ პირებს, ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს პროკურატურას მიმართონ:  

"ამ შემთხვევაში არა მარტო მუნიციპალური საკრებულო და ადგილობრივი საკრებულო, არამედ რეგიონალური მთავრობაც ვერ ასცდება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, იმიტომ, რომ აქ არ არის საუბარი მარტო კერძო საკუთრებიდან კერძო საკუთრებაში გადატანაზე.  აქ სახელმწიფო საკუთერბიდან- ბათუმის ტერიტორიიდან დაწყებული შავი ზღვის აჭარის ნაპირიდან ყველა ადგილას, რომელიც სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა, გატანილია ხეები, რასაც მოყვა უამრვი ხის გაჩეხვა, რომელიც გზად უშლიდა გადატანის პროცესს. კვირიკეშიც ზუსტად იგივე პროცესი მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე წესიერი გზა არის პოლიტიკურმა პარტიებმა, დაინტერესებულმა საზოგადოებამ, მიმართონ პროკურატურას და მოვა დრო, როცა შეიცვლება ხელისუფლება და ბუნებრივია ამ ცვლილებას მოჰყვება პასუხისმგებლობის აღება, ვერც ერთი ხელისუფალი, დაწყებული ცენტრალურიდან, ვერც რეგიონალური და ადგილობრივი, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას" განაცხადა მურმან დუმბაძემ "პირველ რადიოსთან" საუბრისას.  

ამავე თემაზე